მიუხედავად იმისა, ცენტრალურ ბიზნეს უბნებზე ვსაუბრობთ თუ გარეუბნებზე, პრემიუმ კლასის ცათამბჯენები გვაქვს მხედველობაში თუ ერთსართულიანი აქტივები, გჭირდებათ ექსპერტები, რომელთაც ესმით საოფისე სივრცეების ნიუანსები.
ჩვენ მიერ მომზადებული ბაზრის კვლევები, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები და რესურსები ეხმარება ჩვენს ექსპერტებს შექმნან აქტივის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტაბილური ღირებულება მოიჯარეებისთვის, ისევე როგორც ინვესტორებისა და დეველოპერებისათვის.
ჩვენი გუნდი მოიჯარეებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნაზე ზრუნავს, რაც ზრდის თქვენი ბიზნესისა და ბრენდის მიმართ ინტერესს და ბაზრის ახალი მოთამაშეების მოზიდვის, პროდუქტიულობის ზრდის, საოპერაცია ხარჯების შემცირებისა და კონკურენტული უპირატესობის უზრუნველყოფის გარანტიაა.
ჩვენი გამოცდილება
- ჯამური გაქირავებული ფართი (კვ მ)
- გაქირავების ტრანზაქციების მოცულობა (მლნ ლარი)
- ჯამური გაყიდული ფართი (კვ მ)
- გაყიდვების ტრანზაქციების მოცულობა (მლნ ლარი)
თითოეულ ქონებას თავისი ამბავი აქვს - მისი ისტორიისა და ძლიერი მხარეების უნიკალური კომბინაცია, რომელიც უძრავი ქონების მესაკუთრეს შენობის ღირებულების მაქსიმალურად გასაზრდელად შეუძლია გამოიყენოს.
ჩვენს გუნდს თქვენი უძრავი ქონების პოტენციალის გაზრდა და მისი საუკეთესო მახასიათებლების წარმოჩენაში დახმარება შეუძლია. თქვენი უძრავი ქონების სიღრმისეული ანალიზისა და ბაზარზე არსებული გამოცდილების დახმარებით, ჩვენი ექსპერტები სასურველი მოიჯარეების მოზიდვას უზრუნველყოფენ და იჯარის პროცესთან დაკავშირებულ საფრთხეებს აგაცილებენ თავიდან.
ოფისი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სივრცე საცალო ვაჭრობის, სამრეწველო ან სხვა მოთხოვნებისთვის. თქვენი ოფისი თქვენი ბიზნესია
სწორ ლოკაციაზე, სწორი სივრცის შერჩევას შეუძლია გაზარდოს თქვენი ბრენდის ცნობადობა, გაამარტივოს ოპერაციები, მოიზიდოს ბაზრის წამყვანი მოთამაშეები და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.
ჩვენი გუნდი ითანამშრომლებს თქვენთან ნებისმიერ რთულ პროცესში და გაგიწევთ მხარდაჭერას საიჯარო პროცედურების მოლაპარაკების პროცესში, მოგაწვდით ადგილმდებარეობის სიღრმისეულ ანალიზს, დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირებითა და მოგაწვდით სანდო ინფორმაციას ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.
OFFICE MAP
ოფისმეპი საოფისე ბაზარზე მორგებული სერვისია, რომლის მისიაა მომხმარებელს გაუწიოს პროფესიონალური მომსახურება უძრავი ქონების ბაზარზე. ოფისმეპის მიზანია ინდივიდუალური მიდგომით მოახდინოს გრძელვადიანი კოლაბორაცია როგორც მესაკუთრესთან, ასევე მყიდველსა და მოიჯარეებთან მუშაობისას.