მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა

განაშენიანებასთან დაკავშირებული კონსულტაციები


 

პროექტების მართვა

 

ბეიტსთან - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობით, ჩვენი გუნდი სამშენებლო პროცესში იდეის წარმოშობიდან დასრულებამდეა ჩართული. ხარისხის სტანდარტების დაცვით, დამკვეთის მოთხოვნებისა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით ვმართავთ სამშენებლო პროექტის ყველა ასპექტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამკვეთისთვის რეკომენდაციების წარდგენა პროექტის ოპტიმიზაციისთვის.

 

ტექნიკური ზედამხედველობა

 

ჩვენი გუნდი ახორციელებს მშენებლობის პროცესის მიმდინარეობის სრულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს წინა სამშენებლო ფაზის მართვასა და ობიექტის სამშენებლო სამუშაოების პროცესის სრულ ზედამხედველობას. ჩვენი მიზანია დამკვეთს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია  და რეკომენდაციები სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პროცესის თითოეულ ეტაპზე.

 

საექსპერტო მომსახურება

 

ჩვენი გუნდი სამშენებლო პროექტების თითოეულ ფაზაზე შემადგენელი ყველა კომპონენტის საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას უზრუნველყოფს.

 

  • სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის პროექტთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება
  • სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ისნპექტირება
  • სამშენებლო ობიექტზე ფაქტიურად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების (ფორმაN2-ის) შეფასება/ინსპექტირება