რითეილ კონსალტინგის ხელმძღვანელი
Ჩემს შესახებ
2019 წლის ოქტომბრიდან ვარ კვლევისა და პუბლიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი კოლიერს ჯორჯიაში. თუმცა, 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც კოლიერსი ქართულ ბაზარზე შემოვიდა კომპანიაში პოზიცია რამდენჯერმე შევიცვალე. ვიყავი უძრავი ქონების შემფასებელი, უფროსი კვლევის ანალიტიკოსი და პროექტის მენეჯერი. კოლიერსამდე კი ადგილობრივ კომპანიაში „ გრემიკი“ უძრავი ქონების შემფასებლისა და უძრავი ქონების ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება მაქვს.
2012 წლიდან დღემდე კოლიერსის გუნდთან ერთად ვაანალიზებთ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს თბილისსა და ბათუმში. 2014, 2015, 2017 და 2019 წლებში ნამუშევარი მაქვს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევაზე, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის, საპარტნიორო ფონდისა და აწარმოე საქართველოს მიერ. დიდი გამოცდილება მაქვს უძრავი ქონების ბაზრის სექტორული კვლევის წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების მომზადებაშიც. სექტორები ძირითადად მოიცავს საცხოვრებელ, საცალო ვაჭრობას, სასტუმროს, საოფისეს, ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ უძრავ ქონებებს.
ასევე გამოცდილება მაქვს უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების მიმართულებით. შეფასებული მაქვს ძირითადი აქტივის საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, სასტუმრო, ინდუსტრიული და შერეული დანიშნულების უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.
კოლიერსში, დეველოპმენტ ედვაიზორის მიმართულებით ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, როგორც ბაზრის კვლევის, ისე ფინანსური მოდელირებისა და უკუგების ანალიზის მომზადების მხრივ. პროექტები ძირითადად ეხება საქართველოსა და ამიერკავკასიის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის განვითარების კონცეფციის მომზადებას.
უძრავი ქონების ტიპი
სასტუმრო, სამრეწველო, მიწა, ოფისი, მრავალოჯახიანი ტიპის-ბინა, საცალო
სერვისები
შეფასება, კვლევა და პუბლიკაციები
Skills
Mixed-Use Properties
Asian Development Bank, Finadco, EBRD, Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, Tbilisi City Hall, Partnership Fund, Enterprise Georgia, JSC Bank of Georgia, JSC m2 Real Estate.
Განათლება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით | 2018 - 2020
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმა-მატერი“| ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით | 2004 - 2008
როგორ შემიძლია დახმარება
Valuation and Advisory Services
კვლევა და პუბლიკაციები