მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა
მარიამ მაღრაძე | Colliers | თბილისი

მარიამ მაღრაძე

Head of Collateral Valuation

ვარ უძრავი ქონების უფროსი შემფასებელი, კრედიტის უზრუნველყოფის  აქტივების შეფასების  გუნდის ხელმძღვანელი და ლექტორი. მაქვს თითქმის 8 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების შეფასებაში, რაც მოიცავს ფინანსური მონაცემების ანალიზს, ქონების საუკეთესო და ეფექტური გამოყენების განსაზღვრას და ბაზრის კვლევას.

კოლიერსში გადმოსვლამდე ვმუშაობდი უძრავი ქონების სერვისების კომპანია - გრემიკში.

კოლიერსის გუნდს კი  2014 წლიდან შემოვუერთდი. 5 წლის განმავლობაში უძრავი ქონების შეფასების გუნდში ჩემი ძირითადი ამოცანებია შეთანხმებების დამუშავება, საჩივრების განხილვა, გუნდის კოორდინაცია, დატრენინგება, პროგრესისა და ხარისხის შეფასება და გუნდის წევრების მოტივაციაზე ზრუნვა. ამასთან ერთად ყოველწლიურად ვხელმძღვანელობ შეფასების მსხვილ პროექტებს დაკრედიტების, ყიდვა/გაყიდვისა და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის.

2014 წლიდან ვარ IVS სერტიფიცირებული შემფასებელი და RICS-ის სერტიფიცირებული შემფასებელი 2019 წლიდან.

დამატებით 2019 წლიდან ვარ Reschool-ის ლექტორი. ვასწავლი შეფასებაში დანახარჯების მეთოდის გამოყენებას, შეფასების შეჯამებას და რეპორტინგს.

+995 32 222 4477
+995 595 50 53 43
დამიკავშირდი

Ჩემს შესახებ

როგორც კრედიტის უზრუნველყოფის შეფასების გუნდის წევრს, ჩვენ  260,000 ქონება  გვაქვს შეფასებული, რომელთა ჯამური ღირებულება  14 მილიარდ დოლარს შეადგენს.  ჩვენ წარმატებით ჩავხურეთ ისეთი მსხვილი მასშტაბის პროექტები, რომლებიც მოიცავს სასტუმროების, კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი დანიშნულების ფართების, სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სანეურნეო მიწების, მრავალწლოვანი ნარგავების, შერეული გამოყენების ქონებების შეფასებას.

პირადად მე დაახლოებით 200 ქონება მაქვს შეფასებული სხვადასხვა მიზნით:  კლიენტის ინფორმირება, ფინანსური ანგარიშგება, დაკრედიტება, დაზღვევა და ა.შ. შეფასებული ქონების ჯამური ღირებულება  250 მილიონი დოლარია.

მაქვს მსხვილი შეფასების პროექტების (პორტფელის შეფასების) მართვის გამოცდილება. მსგავსი პროექტის დამკვეთები ძირითადად ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები, სალიზინგო და სადაზვეო კომპანიები არიან.

დამატებით, მე წარმატებით ვუძღვები რესქულის ლექციებს უძრავი ქონების შეფასების მიმართულებით.

საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი, საქართველოს სალიზინგო კომპანია, პროკრედიტ ბანკი, Myhome, ალდაგი, ირაო, თელიანი ველი, მ2

Განათლება

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი | 2011-2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ბიზნესის ადმინისტრირება, ბაკალავრის ხარისხი | 2007-2011

მარიამ მაღრაძე | Colliers | თბილისი

How can I help you?

* Აუცილებელი ველი
თანხმობის პარამეტრები