მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა
მაია ზავრაშვილი | Colliers | თბილისი

მაია ზავრაშვილი

Director | Colliers Mining & Minerals Solutions

მაქვს მაგისტის ხარისხი და 14 წელზე მეტი  ურთიერთობის გამოცდილება მნიშვნელოვან სამინისტროებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და იურიდიულ პირებთან საქართველოში. წლების განმავლობაში საერთაშორისო დონეზე ვმონაწილეობდი რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების კომპლექსურ პროცესებში სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, ტექნიკური დახმარების პროგრამებსა და მოლაპარაკებებში. მომზადებული მაქვს სტრატეგიული დოკუმენტები სამთო, წიაღისეულისა და ნავთობის სექტორული რეფორმისთვის საქართველოსა და უკრაინაში. ვმონაწილეობდი საქართველოში საჯარო სამსახურის, სატყეო მეურნეობის, გარემოსდაცვითი მმართველობის რეფორმაში. ჩემი ხელშეწყობით მომზადდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სფეროში რეფორმების პროექტები. დარგის  ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, მაქვს ძლიერი კავშირები საქართველოს სამინისტროებსა და კერძო სექტორში სხვადასხვა  თანამდებობის პირებთან.

+995 32 222 4477
+995 591 22 22 27
დამიკავშირდი

Ჩემს შესახებ

NAM-ში ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამთო სექტორის განვითარების პროგრამა. მე პასუხისმგებელი ვიყავი პროექტის კოორდინაციასა და მართვაზე, რომელიც წარმატებით დასრულდა სამთო სექტორის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებით 2019 წელს.

NAM-ში ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში GOG-მა გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გეომონაცემთა გამჭვირვალობის გაზრდის, სამთო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნეს პროცესების ეროვნული და საერთაშორისო კომპანიებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის  გამარტივებისა და დიჯიტალიზაციის კუთხით.

Teck Recourses, Goldcept, Zodi Group LLC, Oxy Enterprises LLC, MCB LLC

Განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | დოქტორანტი | დღემდე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | სამართლის მაგისტრი | 2009

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | სამართლის ბაკალავრი 2007

UNESCO-IHE Water Institute, DELFT, ნიდერლანდები  | სამაგისტრო პროგრამის სერტიფიცირებული კურსი |2014

წევრობები და ჩართულობები

EBRD-ის მხარდაჭერით სამთო სექტორის რეფორმა

UNDP-ის მხარდაჭერით რისკების მართვის შეფასების შემუშავება

USAID-ის მხარდაჭერით ოპერატიული გეგმის მოთხოვნების შემუშავება

ბიზნესის აღქმის კვლევის მომზადება USAID - G4G-ის მხარდაჭერით

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მაღაროების დახურვისა და ეკონომიკური რეგენერაციის კვლევა

მაია ზავრაშვილი | Colliers | თბილისი

How can I help you?

* Აუცილებელი ველი
თანხმობის პარამეტრები