მმართველი პარტნიორი
Ჩემს შესახებ
კავკასიის რეგიონში, 17 წლიანი გამოცდილების მქონე, კომერციული, საცხოვრებელი და შერეული გამოყენების უძრავი ქონების პროექტების განხორციელების კუთხით. როგორც აკრედიტირებული პროფესიონალი, ვმუშაობ სივრცითი დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების პროექტების ეკონომიკური კონსალტინგის, კონცეფციის შემუშავებისა და ფინანსური მოდელირების კუთხით, მათ შორის ვახდენ მსხვილმასშტაბიანი პროექტებისთვის შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრას.
ჩემი კარიერის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული მაქვს 250,000 კვ.მ-ზე მეტი ტერიტორიისა და 150 მილიონ დოლარზე მეტი მთლიანი განვითარების ღირებულების პროექტები. მათი უმეტესობა შერეული გამოყენების იყო დასასვენებელი და გასართობი ელემენტებით და ნიშური სექტორებს მოიცავდა.
დიდი გამოცდილება მაქვს თბილისში საცხოვრებელი და შერეული გამოყენების სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით.
დეველოპმენტის მიმართულებით კავკასიის რეგიონში განხორციელებული 50-ზე მეტი პროექტი უძრავი ქონების ყველა სექტორში. ჩემი ნამუშევრები მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორიცაა ქუთაისის ურბანული განვითარების ეკონომიკური კონცეფციის შემუშავება, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, მცხეთის, აბასთუმნისა და საირმის კურორტების ეკონომიკური და ტურისტული განვითარების კონცეფციის პროექტები, თბილისის ძველი უბნების განვითარების კონცეფციები, მათ შორის გუდიაშვილის მოედნისა და აღმაშენებლის ბაღების, ასევე ისტორიულად მნიშვნელოვანი საცალო ვაჭრობის ტერიტორიის განვითარების პროექტი ბაქოში. Caspian Waterfront პროექტი, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი დეველოპერულ პროექტები, როგორებიცაა: Galleria Tbilisi, თბილისის ცირკის განვითარების პროექტი, Radisson Telegraph, Expo Georgia, Sheraton Metekhi Palace-ის ხელახალი განვითარება და მრავალი სხვა.
მანამდე, როგორც Dexus-ის დეველოპმენტის დირექტორი, ჩართული ვიყავი საქართველოში უმსხვილესი კერძო საცხოვრებელი დეველოპერის, Center Point Group-ის პროექტებში, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით $200 მილიონი ღირებულებისა და 250 ათასი კვ.მ ჯამური სივრცის 13 მსხვილმასშტაბიანი პროექტი დასრულდა.
მანამდე, როგორც Dexus-ის დეველოპმენტის დირექტორი, ჩართული ვიყავი საქართველოში უმსხვილესი კერძო საცხოვრებელი დეველოპერის, Center Point Group-ის პროექტებში, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით $200 მილიონი ღირებულების და 250 ათასი კვ.მ ჯამური სივრიცს 13 მსხვილმასშტაბიანი პროექტი დასრულდა.
სერვისები
ინვესტირების სერვისები / სასესხო კაპიტალის ბაზრები, პროექტის მენეჯმენტი, Not-for-Profit Advisory, შეფასება
Skills
განაშენიანებასთან დაკავშირებული კონსულტაციები
European Bank for Reconstruction and Development, LLC Georgian Hotel Management, Summa Turizm Yatirimciligi A.S., LLC Investment; Tbilisi Development Fund, Tbilisi Transport Company, Alliance Group, ADB
Განათლება
მანჩესტერის ბიზნესის სკოლა, დიდი ბრიტანეთი | FT მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით | 2009-2011
ESM, თბილისი | ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით | 1999-2003
როგორ შემიძლია დახმარება
ინვესტირების სერვისები / სასესხო კაპიტალის ბაზრები
გააკეთეთ თქვენი უძრავი ქონების ინვესტიციები უფრო ჭკვიანურად იმუშაოს
პროექტის მენეჯმენტი
Not-for-Profit Advisory
Valuation and Advisory Services