მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა
ეთუნა მუნჯიშვილი | Colliers | თბილისი

ეთუნა მუნჯიშვილი

როგორც დეველოპმენტ ედვაიზორის სპეციალისტს, მაქვს 4 წელზე მეტი გამოცდილება უძრავი ქონების დეველოპენტში და 8 წელზე მეტი გამოცდილება მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებით საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან.
საქართველოში ფართომასშტაბიანი და შერეული გამოყენების განვითარების კონცეფციის პროექტებზე, ურბანისტებთან, გეოგრაფებთან, ქალაქ-მგეგმარებლებთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთო ჯამში 1.5 მილიონ კვ. მ.-ზე მეტი მიწის ფართობის განვითარების კონცეფცია მაქვს შექმნილი.
ჩემი კომპეტენციები მოიცავს კონცეფციის შემუშავებასა და ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს სივრცითი/ურბანული პროექტებისთვის. აქტიურად ვარ ჩართული კოლიერსის კვლევისა და DATA-ს გუნდთან ერთად უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებისა და პროგნოზების ანალიზში და ამ მიმართულებით, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, პროგნოზებს ვაშუქებ მედიასთან. 

+995 32 222 4477
დამიკავშირდი

Ჩემს შესახებ

როგორც დეველოპლენტ ედვაიზორის ხელმძღვანელს, კოლიერსის გუნდთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მასშტაბით სხვადასხვა ქონების დეველოპმენტის 40მდე პროექტი  მაქვს შესრულებული. პროექტები მოიცავს  მიზანშეწონილობის ანალიზსს და საუკეთესო გამოყენების კვლევებს, ეკონომიკური სტრატეგიების შექმნასა და პროგნოზებს, დიზაინის მიმოხილვას. ძირითადად ორიენტირებული ვარ ისეთი ურბანული განვითარების პროექტების დამუშავებაზე, რომლებიც ქალაქების/ტერიტორიების/მუნიციპალიტეტების პოლიცენტრულ და ტურისტულ მიმართულებად გარდაქმნას უზრუნველყოფს. გამორჩეულ პროექტებს შორისაა ქუთაისის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, მცხეთისა და თბილისის ერთ-ერთი პოლიცენტრის სივრცითი და გენერალური ეკონომიკური შესაძლებლობების განსაზღვრა.
სანამ კოლიერსის გუნდს შევუერთდებოდი, ვხელმძღვანელობდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს, სადაც პასუხისმგებელი ვიყავი სამინისტროსა და მისი იურიდიული ერთეულების სტრატეგიული განვითარების ხედვის შემუშავებაზე. მათ შორის იყო „აწარმოე საქართველოში“, ბუნებრივი რესურსების მართვის სააგენტო, სახელმწიფო ქონების სააგენტო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი და ა.შ.
ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი ასევე საკონსულტაციო კომპანია Synergy group-ში, სადაც ვხელმძღვანელობდი კლიენტების კომპანიების სტრატეგიული განვითარების ხედვის შემუშავებას.

Განათლება

King’s College London | 2015-2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 2006-2010 

ეთუნა მუნჯიშვილი | Colliers | თბილისი

How can I help you?

* Აუცილებელი ველი
თანხმობის პარამეტრები